AC0850 მომხმარებლის სახელმძღვანელო
შინაარსი 1. მნიშვნელოვანია ��������������������������������������������������������������������������2 2. ჰაერის გამწმენდი �����������������������������������������������������������������������4 3. ჰაერის გამწმენდის გამოყენება ��������������������������������������������5 4. გაწმენდა �����������������������������������������������������������������������������������������8 5. ფილტრის გამოცვლა �����������������������������������������������������������������9 6. 7. 8.
1 მნიშვნელოვანია უსაფრთხოება ყურადღებით წაიკითხეთ მომხმარებლის ეს სახელმძღვანელო მოწყობილობის ჩართვამდე და შეინახეთ ის მომავალში გამოსაყენებლად. უმაღლესი ხარისხით მუშაობის უზრუნველსაყოფად დარწმუნდით, რომ გამწმენდის უახლეს ვერსიას იყენებთ. ამ განახლების გაკეთება Air+ აპის მეშვეობით შეგიძლიათ. საფრთხე • • დენის დარტყმის და/ან აალების საფრთხის თავიდან ასაცილებლად არ გაწმინდოთ მოწყობილობა წყლით, სხვა სახის სითხით ან (აალებადი) საწმენდი საშუალებით.
• • • • • • • • • • გამოიყენეთ მხოლოდ Philips-ის ორიგინალი ფილტრები, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად ამ მოწყობილობისთვის. არ გამოიყენოთ სხვა ფილტრები. ფილტრის აალებამ, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას და/ან საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. არ გამოიყენოთ ფილტრი საწვავად ან მსგავსი მიზნებისთვის. არ დაარტყათ მოწყობილობას (განსაკუთრებით ჰაერის შემშვებსა და გამომშვებზე) მყარი საგნები.
2 ჰაერის გამწმენდი Philips მოგესალმებათ და გილოცავთ შენაძენს! Philips-ის მხარდაჭერით სრულად სარგებლობისთვის თქვენი პროდუქტი დაარეგისტრირეთ აქ: www.philips.com/support. პროდუქტის მიმოხილვა მართვის პანელი ჰაერის გამომშვები ნახვრეტი ჰაერის ხარისხის სენსორი ჩართვის/ გამორთვის ღილაკი კვების როზეტი მე-2 სერიის NanoProtect-ის ფილტრი (FY0293) ძირი გადამყვანი* (KA2401A-2401000EU) *გამოიყენეთ მხოლოდ მოწოდებული გადამყვანი.
მართვის ელემენტების მიმოხილვა გამაფრთხილებელი შეტყობინება ფილტრის შეცვლის შესახებ რეჟიმის გადართვა/ ფილტრის გადატვირთვის ღილაკი ჰაერის ხარისხის ინდიკატორი Wi-Fi-ს ინდიკატორი 3 ჰაერის გამწმენდის გამოყენება ჰაერის ხარისხის ინდიკატორის სიგნალების განმარტება ჰაერის ხარისხის ინდიკატორის ფერი შეესაბამება გარემოს ჰაერის ხარისხს. ჰაერის ხარისხის ინდიკატორის სიკაშკაშე ასახავს მიმდინარე რეჟიმს. PM2.
OPEN CLOSE 1 1 2 3 4 5 OPEN 2 3 4 CLOSE 5 გადაატრიალეთ ძირი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, მოწყობილობიდან მის ამოსაღებად. ამოიღეთ ფილტრი მოწყობილობიდან. ჰაერის გამწმენდის ფილტრს მოაშორეთ ყველა შესაფუთი მასალა. ჩადეთ ფილტრი უკან მოწყობილობაში. დააყენეთ ძირი მის ადგილას და დაატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით, ძირის დასამაგრებლად.
შენიშვნა: • ეს ინსტრუქცია გამოსაყენებლად ვარგისია ჰაერის გამწმენდის მხოლოდ პირველად დაყენების დროს. თუ ქსელი შეიცვალა ან ხელახალი დაყენებაა აუცილებელი, იხილეთ თავი „Wi-Fi-ს ხელახლა დაყენება“ გვერდზე 7. • სმარტფონთან ან პლანშეტთან ჰაერის ერთზე მეტი გამწმენდის დაკავშირება თუ გსურთ, ეს ეტაპობრივად უნდა გააკეთოთ. • თქვენს სმარტფონს ან პლანშეტსა და ჰაერის გამწმენდს შორის მანძილი 10 მეტრზე ნაკლები უნდა იყოს და მათ შორის არ უნდა იყოს სხვა ხელისშემშლელი ობიექტები.
რეჟიმის პარამეტრის შეცვლა შეგიძლიათ აირჩიოთ ავტომატური რეჟიმი, ტურბო რეჟიმი ან ძილის რეჟიმი, რეჟიმების გადართვის ღილაკზე დაჭერით . ჰაერის ხარისხის ინდიკატორის სიკაშკაშე ასახავს მიმდინარე რეჟიმს: • ძილის რეჟიმი — დაბალი დონის სიკაშკაშე • ავტომატური რეჟიმი — საშუალო დონის სიკაშკაშე • ტურბო რეჟიმი — უმაღლესი დონის სიკაშკაშე ავტომატური რეჟიმი ავტომატურ რეჟიმში მოწყობილობა ვენტილატორის სიჩქარეს გარემომცველი ჰაერის ხარისხის მიხედვით აირჩევს.
ჰაერის ხარისხის სენსორის გასუფთავება ჰაერის გამწმენდის ოპტიმალური ფუნქციონირებისთვის ჰაერის ხარისხის სენსორი 2 თვეში ერთხელ გაასუფთავეთ. შენიშვნა: • ჰაერის გამწმენდს უფრო ხშირი გასუფთავება შეიძლება დასჭირდეს, თუ ის მტვრიან გარემოში გამოიყენება. • თუ ოთახში ტენიანობის დონე ძალიან მაღალია, ჰაერის ხარისხის სენსორზე შეიძლება 1 გაჩნდეს კონდენსატი და ჰაერის ხარისხის ინდიკატორმა შეიძლება გიჩვენოთ ჰაერის ცუდი ხარისხი მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ჰაერის ხარისხი კარგია.
წითლად ინთება გამაფრთხილებელი შეტყობინება ფილტრის გამოცვლის შესახებ ( ), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფილტრი უნდა გამოიცვალოს. თუ ფილტრს დროულად არ გამოცვლით, იციმციმებს ფილტრის გამოცვლის სიგნალი ( დაიბლოკება. ). მოწყობილობა შეწყვეტს მუშაობას და ფილტრის გამოცვლა შენიშვნა: • დაუშვებელია ფილტრის გარეცხვა ან ხელახლა გამოყენება. • ფილტრების გამოცვლამდე ყოველთვის გამორთეთ ჰაერის გამწმენდი და შტეფსელიდან გამოაერთეთ შტეკერი.
6 შენახვა 1 გამორთეთ ჰაერის გამწმენდი და გამოაერთეთ შტეკერი ელექტროქსელიდან. 3 შენახვამდე სრულყოფილად გააშრეთ ყველა ნაწილი. 2 4 5 6 7 გაასუფთავეთ ჰაერის გამწმენდი, ჰაერის ხარისხის სენსორი და ფილტრის ზედაპირი (იხილეთ თავი „გასუფთავება“). ფილტრი მოათავსეთ პლასტმასის ჰერმეტულ პაკეტებში. ჰაერის გამწმენდი და ფილტრი შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას. ფილტრთან მუშაობის შემდეგ ყოველთვის გულდასმით დაიბანეთ ხელები.
პრობლემა შესაძლო გადაწყვეტა მოწყობილობა უცნაურ სუნს გამოსცემს. • თავიდან მოწყობილობამ შეიძლება გამოსცეს პლასტმასის სუნი. მოწყობილობა ზედმეტად ხმაურობს. • შეამოწმეთ, მოშორებულია თუ არა ფილტრის შეფუთვა. • თუ ჰაერის ხარისხი ცუდია, მოწყობილობა იმუშავებს მაღალი მოწყობილობა მაინც აჩვენებს, რომ ფილტრია შესაცვლელი, მაგრამ უკვე შევცვალე. • შესაძლოა, არ გადაგიტვირთავთ ფილტრის ვარგისიანობის Wi-Fi ვერ ყენდება.
პრობლემა შესაძლო გადაწყვეტა მოწყობილობა დარჩება გამორთული, მაგრამ • მოწყობილობა გაუმართავია. დაუკავშირდით მომხმარებელთა ჰაერის ხარისხის მხარდაჭერის ცენტრს თქვენს ქვეყანაში. ინდიკატორი იციმციმებს ერთი წუთის განმავლობაში. 8 შენიშვნები ელექტრომაგნიტური ველები (ემვ) ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს მოქმედ სტანდარტებსა და რეგულაციებს ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების შესახებ.
Philips და Philips Shield Emblem წარმოადგენს კომპანია Koninklijke Philips N.V.-ის რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნებს და გამოიყენება ლიცენზიის შესაბამისად. მოცემული პროდუქტი დამზადებულია და იყიდება კომპანია Versuni Holding B.V.-ის პასუხისმგებლობით, ხოლო Versuni Holding B.V. წარმოადგენს გარანტს პროდუქტთან მიმართებაში. 2023 © Versuni Holding B.V. AC0850_UM_v1.